ეჭვები ყოფილ თანაგუნდელებზე - კობახიძე პარტიიდან წასულებს "ოცნების" წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს

06.09.25 13:17
ეჭვები ყოფილ თანაგუნდელებზე - კობახიძე პარტიიდან წასულებს "ოცნების" წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს

ეჭვები ყოფილ თანაგუნდელებზე - ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" პარტიიდან წასულებს, საპროტესტო აქციების ორგანიზებაში სდებს ბრალს. 

მისი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული 4 ოქტომბრის აქციის უკან სწორედ ის ხალია ვინც "ოცნებაში" იყო და წავიდა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ღარიბაშვილი, კობახიძე ამბობს, რომ კონკრეტულ გვარებს არ დაასახელებს. 

ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომელბსაც სინამდვილესი არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალება. 

არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი.

ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, შესაბამისად მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არსი მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.     

მსგავსი სიახლეები