ოკუპანტები წულუკიანის დასკვნას აქებენ - რას ამბობენ ოპოზიციაში

06.09.25 14:05
ოკუპანტები წულუკიანის დასკვნას აქებენ - რას ამბობენ ოპოზიციაში

საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდისტული მედია თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხმაურება და წერს, რომ საქართველომ 17 წლის შემდეგ, ომის დაწყება აღიარა. წულუკიანის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა, ახლა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარი მტკიცებულებაა. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნ არაღიარების პოლიტიკის დასაზიანებლად შეიძლება გამოიყენონ. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ ყველა, ვინც მხარს დაუჭერს წულუკიანის ე.წ. დასკვნას, ხელს მოაწერს ქვეყნის ღალატს. 

რა თქმა უნდა, კრემლი ეცდება, რომ ეს დასკვნა განსაკუთრებით გამოიყენოს არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაში და მის დასაზიანებლად. მე მინდა მივმართო "ქართული ოცნების" ყველა იმ წარმომადგენელს, რომელიც აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ამ დასკვნას, ისინი ხელს მოაწერენ ქვეყნის ღალატს და შემდეგ უკვე ისინი პასუხს აგებენ ინდივიდუალურად," - ამბობს თამარ კეკენაძე. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი "ხარობს იმ დასკვნით, რომელიც გააკეთა ღალატის კომისიამ". 

ამ დონის ღალატთან გვაქვს საქმე, როდესაც პირდაპირ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი მედიასაშუალებები, პოლიტიკური წრეები, რომლებიც ხარობენ ქართველების სიკვდილით, ქართველების გამოდევნით, რომლებიც არამხოლოდ ქართველებს კლავენ ყველას, ვინც იქ ცხინვალის რეგიონში იყო, არამედ კულტურულ კვალს ცვლიან, ანადგურებენ ეკლესიებს, ანადგურებენ ქართულ ტაძრებს. ეს ხალხი ხარობს იმ დასკვნით, რომელიც გააკეთა ღალატის კომისიამ. ამიტომაც არის, რომ ეს კომისია შევა ისტორიაში, როგორც ღალატის კომისია," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ნიკა ფარულავამ აღნიშნა, რომ კომისია რუსულ საქმეს და არაღიარების პოლიტიკის ნგრევას ემსახურება. 

ზუსტად ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ სინამდვილეში ეს კომისია ემსახურება ღიად რუსულ საქმეს, დაწყებული საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალებით, გაგრძელებული იმით, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა ანწუხელიძის მწამებლებს დაბომბილი ქალაქ გორიდან. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ეს ყველაფერი ემსახურება არაღიარების პოლიტიკის ნგრევას, 2008 წლის ომის ისტორიის გადაწერას და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილების რევიზირებას," - ამბობს ნიკა ფარულავა.  

მსგავსი სიახლეები