არ აღიარებს დანაშაულს, არც ნანობს და ხულიგნობს - მეუფე იოანე სააკაშვილზე
მეუფე იოანე მათ რიგებშია, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას არ უერთდდება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ნანობს თავის დანაშაულს და ხულიგნობს.
რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ (პეტიციას) ხელს, ეს მათი საქმეა, თვითონ ეს ძალიან სუბიექტური პოზიციაა. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება, კანონი იყოს დაცული, თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის.
როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, თქვენ მე მაკვრივებთ, ისეთ კითხვებს მისმევთ, თითქოს მთვარიდან ჩამოვარდით" - ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე.