"მარნეულში "ქართული ოცნება" ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას" - აზად ქარიმოვმა

06.09.25 16:05
"მარნეულში "ქართული ოცნება" ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას" - აზად ქარიმოვმა

"მარნეულში "ქართული ოცნება" ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას - მიხეილ სააკაშვილის პარტია 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს და რუსთაველის გამზირზე იქნება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აზად ქარიმოვმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი პარტიის ლიდერებთან ერთად მარნეულში მოსახლეობას შეხვდა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარნეულში მიმდინარეობს ადამიანების დაშინება, არის ფაქტები, სადაც "ქართული ოცნების" წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ - 5 ნომრით ისევ ნაციონალური მოძრაობა იღებს არჩევნებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილის პარტია - "ქართული ოცნების" სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ იღებს! 4 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის წევრები ვიქნებით რუსთაველის გამზირზე, ყველას მოგიწოდებთ 4 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებისკენ!” - განაცხადა აზად ქარიმოვმა.

მსგავსი სიახლეები