კობახიძის მორიგი თავდასხმა NGO-ებზე

06.09.25 17:42
კობახიძის მორიგი თავდასხმა NGO-ებზე

"არასამთავრობო ორგანიზაციები სუფთად არ მუშაობენ" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე ბევრი შენიღბული "ენჯეოშნიკები" ნახა", თუმცა არ ასახელებს კონკრეტულად ვინ. 

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან ისინი გაუმჭვირვალეები, რომ სუფთად არ მუშაობენ. ისინი არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისინი ემსახურებიან უცხო სახელმწიფოების და უცხო ხელისუფლებების და ხანდახან სპეცსამსახურების ინტერესებს, რაც შემაშფოთებელი და სამწუხაროა. 

რაოდენობებისგან დამოუკიდებლად მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, მე ძალიან მრავლად ვნახე იმ ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე შენიღბული "ენჯეოშნიკები", ეს არის მე რაც შემიძლია გითხრათ, დანარჩენს გამოძიება გეტყვით დეტალურად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები