საიდუმლო ფრენა, რომელიც საქართველოდან რუსეთში განხორციელდა - ვინ იმყოფებოდა ბოტზე?

06.09.25 20:38
 საიდუმლო ფრენა, რომელიც საქართველოდან რუსეთში განხორციელდა - ვინ იმყოფებოდა ბოტზე?

საიდუმლო ფრენა, რომელიც საქართველოდან რუსეთში განხორციელდა - "შაბათის ეთერის"მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ავიაკომპანია Georgian Airways-ის  ბიზნეს კლასის ავია ხომალდი, რუსეთის დედაქალაქში 6 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.

  • 30 ივნისი, 13:16 საათი - ავიაკომპანია "აირზენას" კუთვნილი თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით მიფრინავს.  27 წუთში თვითმფრინავი უკვე ქუთაისშია და ნახევარ საათში გეზს მოსკოვისკენ იღებს.  

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი არკვევდა, ვინ იყვნენ ამ თვითმფრინავის მგზავრები?!

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "შაბათის ეთერს" უდასტურებენ, რომ 30 ივნისს, ჩარტერული რეისი, თბილისი- ქუთაისი-მოსკოვის ფრენა მათი აეროპორტიდან შესრულდა.

flightradar-ის  მონაცემებით,  ქართული ავიაკომპანიის 14 კაციანი ბიზნეს კლასის თვითმფრინავი, რუსეთის დედაქალაქში, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში 15:23 საათზე დაეშვა.

რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ თვითმფრინავი მოსკოვში 6 საათი ჩერდება, საღამოს 21:48 საათზე კი ისევ ქუთაისში მოფრინავს.  აქ სავარაუდოდ, მგზავრებს ტოვებს და 1 ივლისს, გამთენიისას 2 საათსა და 6 წუთზე თბილისის აეროპორტში ეშვება.

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ამ რეისით მოსკოვში "ქართული ოცნების" სახელით, რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან მოლაპარაკებებზე ჩავიდნენ.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი არკვევდა, ვინ იყო საიდუმლო რეისის მგზავრი და ხომ არ იმყოფებოდა ბორტზე?

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები