ივანიშვილის და კალაძის ქონება საფრანგეთში სანქცირების საფრთხეშია - დოკუმენტები
რა ბედი ეწია, კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიონიან უძრავ ქონებას, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და თბილისის მერს საფრანგეთში გააჩნიათ?
პარიზში პარიზის მე-16 რაიონში, 7 ოთახიანი მდიდრული აპარტამენტი, რომელიც კახა კალაძემ 2022 წელს 3 მილიონ 359 000 დოლარად იყიდა, საფრთხის ქვეშაა.
საფრანგეთის ბიზნეს პორტალიდან მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ეს ქონება სანქცირების მაღალი რისკის ქონებად დააკვალიფიცირეს. დოკუმენტი გვეუბნება, რომ ქონების მფლობელი პოლიტიკური საქმიანობის გამო შესაძლოა დასანქცირდეს და ამის შესახებ უნდა იცოდეს ყველამ, ვინც მასთან საქმის დაჭერას გადაწყვეტს.
- კალაძე უკვე არაერთი ქვეყნის სანქციების ქვეშაა. სავარაუდოდ ამ სანქციების შიშითვე, რამდენიმე თვის წინ, მან ევროპული ბანკებიდან 7 მილიონი გამოიტანა და ბიტკოინებად აქცია. პარალელურად გვარწმუნებდა, რომ სანქციების შიში არ აქვს.
კორუფციის მკვლევარები განმარტავენ, რომ ფრანგულ ქონებაზე დადებული გაფრთხილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კალაძე გაწითლებულია დასავლურ ბანკებშიც.
კახა კალაძე მარტო არ არის - გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისში დამუშავდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასევე სანქციების არსებობას ადასტურებს და იმასაც, რომ ამ სანქციების კიდევ ერთი მთავარი სამიზნე, ბიძინა ივანიშვილია.
- წითელი, ბიძინა ივანიშვილის პარიზულ სასახლესაც აენთო და ეს ამ ფრანგულენოვან დოკუმენტში ხაზგასმით წერია. განმარტებაში აქაც პოლიტიკურ საქმიანობას და სანქციებს ვკითხულობთ.