მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვაო
"ივანიშვილმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვაო" - ამის შესახებ კოალიცია "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილი მისი და ბადრი ჯაფარიძის ციხეში გამოკეტვის სურვილი ჰქონდა.
ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ შეკრებაზე და ეს არის უტყუარი ამბავი, როცა თავისიანებს ხვდებოდა და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, იმ საუბრიდან გამოსულმა შეშფოთებულმა [პირმა] მითხრა, რომ "მამუკა, თავს გაუფრთხილდი იმიტომ, რომ ბიძნამ ვიწრო შეხვედრაზე თქვა, ხაზარაძე ხადარკოვსკივით უნდა ჩავსვა ციხეში".
მე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ეს სურვილი უნდოდა და ბუნებრივია ვიცოდი, რომ ისინი ამ მუხლით იმოქმედებდნენ და ჩაგვსამდნენ და შეგუებული ვიყავი, რომ 8 თვეს მოვიხდიდი ისევე, როგორც ბადრი ჯაფარიძე.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, "ლელოს" ლიდერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს, რომ პირდაპირ კალაძეს აძლევ ხმას"
მამუკა ხაზრაძის განცხადებით, "კახა კალაძის რეიტინგი და ქართული ოცნების თბილისში არის ისტორიულ მინიმუმზეა".
თბილისში, რომელიც არის მოგებული წინა არჩევნებზე ისევე, როგორც სხვა 5 ქალაქი, არ მონაწილეობა და ბოიკოტის გამოცხადება ნიშნავს, რომ პირდაპირ კალაძეს აძლევ ხმას. ეს ასეა, ვინც არ უნდა იკამათო[...]
საპარლამენტო ლეგიტიმაციაზე საუბარი უნდა დამთავრდეს, დიდი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო. წერტილი უნდა დაესვას, საპარლამენტო ლეგიტიმაცია ამ ხალხს არ აქვს, ამისთვის ჩვენ დიდი ფასი გადავიხადეთ. გადავიხადეთ პროტესტით, მანდატების დატოვებით, ფინანსების ჩახსნით, სრული ბოიკოტით მათთან თანამშრომლობის, ციხეში წასვლით, უცხოეთში სიარულით და მივიღეთ დოკუმენტი და მთელი აღიარება, მთელი მსოფლიოდან, მეგობარი აქტის გააქტიურება, ევროკავშირი და ა.შ. მივიღეთ, რომ ამ ხალხს ხელს არ ართმევს არავინ.
ახლა ჩვენ ვსაუბრიბთ 64 პატარა პარლამენტზე, რომელსაც ვერ დავტოვებთ 100%-ით ქართული ოცნების ხელში"- თქვა მან.