ევროპის მაგინებლების ევროპული არდადეგები - ვინ სად დაისვენა?

06.09.25 21:45
ევროპის მაგინებლების ევროპული არდადეგები - ვინ სად დაისვენა?

მილანი, ამსტერდამი, ბარსელონა, პარიზი  - როგორ გაატარეს "ქართული ოცნების" წევრებმა საზაფხულო არდადეგები ევროპაში?

ირკვევა, რომ ვინც ევროპულ სანქციებს გადაურჩა, ევრო ტურში წავიდა. ასეთია რიმა ბერაძე, ის იტალიაში უვიზოდ გაფრინდა და ზაფხულის ცხელი დღეები ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გაატარა. 

გაზაფხულზე სტუმრობდა ამსტერდამს გრეტა წიწავა - ნიდერლანდების სამეფოში მოგზაურობაზე კითხვებმა "ქართული ოცნების" წევრი გააბრაზა - ამტკიცებდა, რომ ამსტერდამში გასართობად არ ყოფილა და ეს იყო საქმიანი ვიზიტი. მისი თავისუფალი დრო კი ამ ზაფხულს ზუგდიდში გაატარა.

ირაკლი ზარქუამ წელს არჩევანი, მშობლიურ წალენჯიხაზე შეაჩერა.  მისი ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით კი მთელი ზაფხულის განმავლობაში ევრო ტურში იმყოფებოდნენ.  ზარქუას დამ მეუღლესთან ერთად ჯერ საბერძნეთი მოიარა, შემდეგ ესპანეთს ესტუმრა.

ზარქუას ბედი გაიზიარა მარიამ ლაშხმაც, ლიეტუვას და ესტონეთის სანქცირებული დეპუტატმა, სავარაუდოდ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ვერ გარისკა. 

ევრო ტურის გარეშე დარჩა "ქართული ოცნების" ლიდერი შალვა პაპუაშვილი. ის არაოფიციალური  ვიზიტით ქვეყნიდან არ გასულა. 

ლიეტუვას მიერ სანქცირებულმა, ნინო წილოსანმა ზაფხულის არდადეგებისთვის ევროპა არ აირჩია, წილოსანი პირდაპირ ამერიკაში  წავიდა.

ლაშა ტალახაძემ დასასვენებლად მილანი, გენო პეტრიაშვილმა კი წელს ვენეცია შეარჩია. ივლისში მეუღლესთან ერთად იტალიაში იყო და  წყალზე გაშენებული  ქალაქიდან ფოტოებს აქვეყნებდა.

შოთა ბერეკაშვილმა ევროპაში დასასვენებლად ოჯახი გააგზავნა,ბიზნესმენმა დეპუტატმა წელს ევრო ტურზე უარი თქვა. 

ანტონ ობოლაშვილი წელს პარიზში მის კუთვნილ რეზიდენციაშიც კი არ წასულა. 

ბეჟან წაქაძემაც ანზორ ბოლქვაძისა და პაატა კვიჟინაძის მსგავსად, შვებულება მის მშობლიურ მხარეში გაატარა. სახეზე ჩანდა რომ ზესტაფონიდან ჩამოსულმა დეპუტატმა კარგად დაისვენა. წაქაძე ამბობს რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ.

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები