ოთარ ფარცხალაძის გვარი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოფიციალურად პირველად გაჩნდა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის [რომანოვის] გვარი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოფიციალურად პირველად გაჩნდა.
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, საქმეში რომიკო გოგიაშვილის ოპერატიული პატაკი გამოჩნდა, სადაც პირდაპირ წერია, რომ:
- თბილსიში ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობის დაკვეთა ოთარ ფარცხალაძემ და ძმებმა მიქაძეებმა 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, რუსეთში მოკლული ასლან უსოიანის იგივე დედ ჰასანის შვილიშვილისგან მიიღეს.
ოთარ ფარცახალაძეს, ძმებ მიქაძეებსა და ლევან ჯანგველაძეს შორის დაპირისპირების მოტივად ბიზნეს დავა სახელდება - საქმე ეხება საქართველოდან რუსეთში ტვირთები გადაზიდვას.
- ფაქტს გამოძიებას უდასტურებს მიხეილ ბერძენიშვილიც - საქმის ოქროს მოწმე და ლევან ჯანგველაძის ნათესავი, რომელიც მოკლულის დაცვის წევრიც იყო. ის საგამოძიებო უწყებამ მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ აგვისტოში გამოკითხა.
„შაბათის ეთერთან" პირველ სატელეფონო ინტერვიუში, საქმის ოქროს მოწმე, რომელიც,მოკლულ ბიზნესმენთან ერთად მათ შორის მოსკოვშიც დიდი დროს ატარებდა, ადასტურებს რომ ფარცხალაძე და ჯანგველაძე მეგობრები იყვენ მათ ხშირი კონტაქტი ჰქონდათ რუსეთშიც.
თუ ოქროს მოწმის ჩვენებას დავეყრდნობით, ფარცხალაძეს და ჯანგველაძეს შორის ურთიერთობა ბიზნესმენის მკვლელობამდე ოთხი თვით ადრე დაიძაბა. კონფლიქტი კი ფინანსურ პოლიციაში შეხვდრას მოჰყვა, სადაც ფარცხალაძე და ჯანგველაძის მისი ინფორმაციით რუს ბიზნესმენებთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
ვრცელ ჩვენებაში მიხეილ ბერძენიშვილი საგამოძიებო უწყებას უწყებას ინფორმაციას მიქაძეებსა და ჯანგველაძეს შორის დაპირისპირების დეტალებზეც აწვდის. კონფლიქტი მატ შორის ოქროს მოწმის ინფორმაციით, თბილის მარიოტში მოხდა.