ვინ არის ჯვებე [ნაჭყებია] - მოსამართლე "შაბათის ეთერის კითხვების პირისპირ
ჯვებე ნაჭყებია „შაბათის ეთერის“ კითხვების პირისპირ - ვინ არის მოსამართლე, რომელმაც ახალგაზრდები პატიმრობაში გაუშვა.
კამერებისგან დახურულ სასამართლო დარბაზში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ამ კვირაში სინდისის ორი პატიმარი გაუშვა ციხეში. მოქალაქეები, რომლებიც სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ მოსამართლე ვერც ბრალდებულებისთვის ბედავდა თვალის გასწორებას და ვერც იმ ხალხისთვის ვინც დარბაზში იყო.
ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გლდანის ციხეში ახლა სასჯელს იხდის ანტონ ჩეჩინი, რომელიც 2017 წლიდან ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი და მისი პარტიის სახელით დამკვირვებელი არჩევნებზე.
ვინ იღებს გადაწყვეტილებებს სინდისის პატიმრების საქმეებზე? საზოგადოების ყურადღება ახლა სამ მოსამართლეზეა მიპყრობილი - ჯვებე ნაჭყებია, ნინო გალუსტაშვილსა და თამარ მჭედლიშვილზე .
"შაბათის ეთერს" უყვებიან, როგორ ნაწილდება სასამართლოში რეზონანული საქმეები - ტვ პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისისთვის მიწოდებული ინფორმაციით,
სქემა სავარაუდოდ ასე მუშაობს: სასამართლოს აქვს სპეციალური ონლაინ პროგრამა, სადაც კოლეგიების მიხედვით ჩამოთვლილია მოსამართლეები. პროგრამაში თითოეული მოსამართლის გვერდით არის ე.წ. მონიშვნის ფანჯარა. საქმის გამნაწილებელი ოპერატორი სისტემაში აუქმებს მონიშნას და ე.წ ლოტოტრონიდან გამორთავს ნაკლებად სანდო მოსამართლეებს.
გავრცელებული ცნობით, ფორმალურია მიზეზიც - მაგალითად ერთდღიანი შვებულება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
ასევე ნახეთ: