კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება: „აბა, გაბედონ!“

07.09.25 11:26
კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება: „აბა, გაბედონ!“

 

 

კახა კალაძე მოქალაქეებს, ვინც 4 ოქტომბერს აქციაზე გასვლას გეგმავს, პრაქტიკულად, დაკავებით ემუქრება.

"აბა, გაბედონ!" - ამბობს დედაქალაქის მერი. 

თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად ხომ უნად შეაგულიანონ. მე ძალიან მარტივად ვიტყვი, თუ ვინმე გაბედავს... აბა, გაბედონ! აბა, გაბედონ რამე კანონის წინააღმდეგ. გაეცემათ შესაბამისი პასუხი და უმკაცრესად იქნებიან დასჯილი, ცხადია, კანონის ფარგლებში. აბა, გაბედონ!, - ამბობს კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ 4 პქტომბერს რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს იქნება "ქართული ოცნების" მშვიდობიანად დამხობის დღე. 

საპროტესტო აქციას ოპოზიციის გარდა, უერთდება ხალხიც. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს. 

მსგავსი სიახლეები