სოფო ჯაფარიძე: კობახიძე და "ქართული ოცნება" ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ
კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე საუბრობს.
მისი თქმით, მმართველი გუნდის რეჟიმი უკვე დასუსტებულია და ჩამოშლილი, ხოლო 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე რუსთაველზე ქართველ ხალხს ექნება შესაძლებლობა მშვიდობიანად გააფორმოს ქვეყნის გამარჯვება და დემოკრატიული მომავალი.
კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან. ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონო მათგან.
ასე რომ, რეჟიმი დასუსტებულია, რეჟიმი სრულიად გამოშიგნულია, ჩამოშლილია და დაგვრჩა ერთი - გაფორმება საქართველოს გამარჯვების, რომელიც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს და ყველას, მთელ საქართველოს, 4 ოქტომბერს 16:00 საათზე ველოდებით რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად მივიღოთ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსხურებს, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 4 პქტომბერს რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს იქნება "ქართული ოცნების" მშვიდობიანად დამხობის დღე.
საპროტესტო აქციას ოპოზიციის გარდა, უერთდება ხალხიც. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს.