"თავისუფლება მიშას!" - ავტოკოლონები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით დაიძრნენ
თავისუფლების მოედანზე დღეს ხალხი მთელი საქართველოდან იდგება - დილის 7 საათიდან ავტოკოლონები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით დაიძრა.
კოლონები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრლოდან და იმერეთიდან უკვე გამოვიდა. ცოტა ხანში დაიძრება კოლონა კახეთიდან, ქვემო ქართულიდან, შიდა ქართლიდან და მცხეთა-თიანეთიდან.
პირველი აჭარა იყო. ასობით მანქანა ახლა დედაქალაქისკენ მოემართება, ამ ავტოკოლონას უკვე უერთდებიან აქციის მონაწილეების გურიიდან. "სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია" - ამბობს ხალხი, ვინც თბილისის აქციაზე ჩამოდის და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს.
500 ავტომობილი და ათობით მიკროავტობუსი იდგება დღეს სამეგრელოს კოლონაში. ოპოზიციის მტკიცებით, მთელი ღამის განმავლობაში მიკროავტობუსის მძღოლებს ხელისუფლების მოძალადეთა ჯგუფები ურეკავდნენ და აშინებდნენ, რომ ხალხი აქციაზე არ წამოეყვანათ. სქემა ასეთი იყო - დაქირავებულ მძღოლებს ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები უფრო მეტს გადაუხდიდნენ, თუ დილით უარს ეტყოდნენ აქციის მონაწილეებს ტრანსპორტირებაზე.
ზუგდიდი ერთ ერთი დიდი ქალაქია, სადაც "ქართლმა ოცნებამ" არჩევნები წააგო. აქ საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციაა.
დიდი კოლონა ემზადება თბილისში გამოსასვლელად ქუთაისიდან. საპარლამენტო დედაქალაქშიც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო, აქ პირველ ადგილზე ხატია დეკანოიძე გავიდა.
"თავისუფლება მიშას" ამ აქციას ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქიდან ათასობით ადამიანი შეურთდება. მსურველების რაოდენობა დიდია, ნაწილი აქციაზე თვითდინებით მოდის დანარჩენების ტრანსპორტირებას ოპოზიცია უზრუნველყოფს.