რატომ იქცა "ოცნების" კრიტიკოსი სენატორი ივანიშვილის პარტიის დამცველად?
რატომ იქცა "ქართული ოცნების" კრიტიკოსი სენატორი ივანიშვილის პარტიის დამცველად? საქმე ეხება ოკლაჰომელ პოლიტიკოსს მარკვინ მალინს, რომელიც ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის ჩართვის წინააღმდეგია.
თბილისში და ვაშინგტონში გაჩნდა ეჭვი, რომ რესბულიკელი სენატორის შეცვლილი პოზიცია კომპანია "ფრონტერას" უკავშირდება. ტეხასში დაფუძნებულ ნავთობკომპანიას ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ბიუჯეტის წინაშე სოლიდური დავალიანება.
როგორც თბილისში, ისე ვაშინგტონში გაჩნდა ეჭვი, რომ რესპუბლიკელი სენატორის პოზიციის ცვლილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ტეხასში დაფუძნებულ ნავთობკომპანია „ფრონტერას“, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტის წინაშე დღემდე აქვს სოლიდური დავალიანება.
საერთაშორისო მედიის ცნობით, მალინის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი სწორედ „ფრონტერას“ ხელმძღვანელი პირი იყო, რაც სენატორის პოზიციას კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ერთი სენატორის პოზიცია მეგობარი აქტის მიღების საკითხში სენატის პოზიციას ვერ შეცვლის.
კარგია, რომ მხოლოდ ერთი სენატორია, რომელიც მეგობარი აქტის განხილვას და მირებას ხელს უშლის. გაცილებით ბევრი სენატორია, ვინც მხარს უჭერს და მე, საერთო ჯამში, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და ვიცი, და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სენატორის წინააღმდეგობას, ჯამში, სენატი დაძლევს და საქართველოსტან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა გადაძლევს თუნდაც ერთი სენატორის რაღაც უცნაურ პოზიციათა ცვლილებას. ამიტომ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი ფიქრობს, რომ მალინი მალე გააცნობიერებს, რომ ივანიშვილთან არც მოლაპარაკებას და არც რაიმე კომპრომისს აზრი არ აქვს.
შეიძლება არსებობდნენ პოლიტიოსები აშშ-ში, რომლებსაც აქვთ არასწორი მოლოდინი, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებას ჰქონდეს რაიმე აზრი. უმეტესობა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების, ისევე როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანს მხოლოდ განზრახული აქვს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა გაანადგუროს და დასავლურ სამყაროს სრულიად მოწყვიტოს ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ბატონო მალინიც და სხვა პოლიტიოსიც ძალიან მალე გააცნობიერებს, რომ არანაირ მოლაპარაკებას, არანაირ კომპრომისებს ივანიშვილთან აზრი არ აქვს, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
"ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ "მეგობარ აქტს" რეალურად, მომავალი არ აქვს. კახა კალაძის მტკიცებით, ეს არა მეგობარი, არამედ მტრული აქტია.