„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 4 ოქტომბრის აქციისა და პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელებს - ხაბეიშვილი

07.09.25 15:00
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 4 ოქტომბრის აქციისა და პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელებს - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო დღეს პარტიის სამომავლო გეგმებსა და 4 ოქტომბრის აქციის საკითხზე იმსჯელებს. ამის შესასხებ ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. მისი თქმით, შეჯერებულ პოზიციას უკვე საზოგადოეას გააცნობენ.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო იკრიბება დღეს, ჩვენ განვიხილავთ პარტიის სტრატეგიას, გეგმას და ასევე 4 ოქტომბრის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პარტიას ექნება ოფიციალური პოზიცია. ვიმსჯელებთ, ვითათბირებთ, გავუზიარებთ ერთმანეთს პოზიციებს და საბოლოო ჯამში საზოგადოებას გავაცნობთ შეჯერებულ პოზიციას,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს იქნება "ქართული ოცნების" მშვიდობიანად დამხობის დღე. 

საპროტესტო აქციას ოპოზიციის გარდა, უერთდება ხალხიც. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს. 

 

მსგავსი სიახლეები