თბილისისკენ დაძრული კოლონა "ოცნების" წევრებმა სამტრედიასთან გააჩერეს და ცოცხები ესროლეს
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისისკენ დაძრული კოლონა სამტრედიასთან გააჩერეს - ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებულები. ისინი ცოცხებით არიან შეიარაღბულები და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ:
სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეეტეს. 30 კაცია ცოცხებით მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო", - წერს ენმ-ს წევრი ანი წითლიძე.