მომხრე ვარ, ყველა გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს - მეუფე მიქაელი

14.10.21 11:43
მომხრე ვარ, ყველა გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს - მეუფე მიქაელი

თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს - ამის შესახებ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს.

მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე და კარგი და თავიანთ საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდნენ, მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები. რაც შეეხება შერიგებას, რა ჯობია, აბა ქართველმა კაცმა რა უნდა გააკეთოს?!" - თქვა მეუფე მიქაელმა. 

 

მსგავსი სიახლეები