ივანიშვილის პარტიის „მხსნელი“ სენატორი - რა კავშირშია მალინის მოულოდნელი სვლა „ფრონტერას“ თანხებთან?

07.09.25 20:23
ივანიშვილის პარტიის „მხსნელი“ სენატორი - რა კავშირშია მალინის მოულოდნელი სვლა „ფრონტერას“ თანხებთან?

ამერიკელი სენატორი მარკვეინ მალინი, რომელიც წლების წინ ბიძინა ივანიშვილს „რუსული სტილის მმართველობაში“ ამხელდა, დღეს სრულიად მოულოდნელად მისი პარტიის ინტერესების დამცველად იქცა. რესპუბლიკელი პოლიტიკოსი აქტიურად ბლოკავს „მეგობარი აქტის“ დაჩქარებულად მიღებას.

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, სწორედ მალინი იყო ის, ვინც აგვისტოს ბოლოს სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი დაარწმუნა, რომ ივანიშვილის პარტიის სანქცირების დოკუმენტი ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან ამოეღოთ. ეს ნიშნავს, რომ პროცესი გაიწელა, თუმცა აქტის ჩაგდებაზე საუბარი არ არის.

რატომ იცვლის ამერიკელი სენატორი  პოზიციას? - როგორც The Hill და სხვა წყაროები ვარაუდობენ, შესაძლოა, საქმე უკავშირდებოდეს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავას საქართველოსა და ამერიკულ ნავთობკომპანია „ფრონტერას“ შორის. კომპანიას საქართველოს ბიუჯეტის წინაშე სოლიდური ვალი აქვს. დავა დასრულდა, გაფორმდა ახალი გარიგებაც.

საჯარო წყაროების მიხედვით, „ფრონტერას“ თანადამფუძნებელმა სტივენ ნიკანდროსმა 2020 წელს მალინის საარჩევნო კამპანიას თანხა შესწირა. სწორედ ეს გარემოება აჩენს ეჭვებს, რომ სენატორის პოზიციის მოულოდნელი ცვლილება შეიძლება კომპანიის ინტერესებს უკავშირდებოდეს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები