"ოცნება" 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ემუქრება - რა პასუხი აქვს ოპოზიციას
თბილისის მერი კახა კალაძე იმ მოქალაქეებს, ვინც 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე პროტესტში მონაწილეობას გეგმავს, დაჭერით ემუქრება. ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ხალხის ეშინია და ამის გამო ცდილობს აქციის დისკრედიტაციას.
"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა 4 ოქტომბრის აქციაზე ემსჯელა. შეხვედრის შემდეგ განცხადება პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას, არ გაუკეთებია. პარტიის სახელით ლევან ბეჟაშვილმა თქვა: „4 ოქტომბერს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდა ჰქონდეს“.