კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული შედეგისთვის პრემიის სახით ₾3 მილიონს გადასცემენ

08.09.25 11:35
კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული შედეგისთვის პრემიის სახით ₾3 მილიონს გადასცემენ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის "ქართული ოცნების" მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის. 

 „გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, გვინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ევრობასკეტზე ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ასევე დავაწესებთ 3 მილიონ ლარს”, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 7 სექტემბერს ევრობასკეტის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები