გადაწყვეტილი არ აქვთ, დამიჭირონ თუ არა, ამიტომაც წელავენ დროს- ალეკო ელისაშვილი
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიცია მოისმინა, გამოკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო ბრალდებამ თქვა, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, რომ მოწმეები, რომლებიც უკვე დაკითხულნი იყვნენ, გამოკითხულად ჩაითვლებიან, მიუხედავად იმის, რომ მათ ელისაშვილის სასარგებლო ჩვენება ჰქონდათ მიცემული.
ამასთან, ალეკო ელისაშვილმა და ავოკატმა განმარტეს, რომ მნიშვნელოვანი იყო მოწმეთა ჩვენებები უცვლელად დარჩენილიყო, რის შემდეგაც მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ მომწეებს თაიდან აღარ დაკითხავენ.
ელისაშვილი ამბობს, რომ პროცესი იმის გამო იწელება, რადგან ჯე რპოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, დაიჭირონ თუ არა.
ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ აქვთ, დამიჭირონ თუ არა, ან როდის დამიჭირონ, ამიტომაც წელავენ დროს და დღეს ფუყე სხდომა იყო. თუმცა, იმაზე შევთანხმდით, რომ კიდევ კარგი, პროკურატურამ თქვა, ხელახლა არ დავკითხოთო, ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვიქნებოდი. წინა პროცესზე მოიყვანეს 2 მოწმე, ყველა მოწმე პროკურატურის არის, ანუ იმათი პოზიცია უნდა გაამყაროს, მაგრამ ისეთი ჩვენებები მისცეს, აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო და ამოუყირავეს თავიდან ბოლომდე. მე მედავებიან, რომ ქუჩაში მივდიოდი, უცბად მივახტი კაცს და დავუწყე პოლიტიკური დევნა. ამას ამტკიცებენ უხმო ჩანაწერით, იმ აზერბაიჯანელის ჩვენებით და ირანელი ახლდა, რომელმაც ერთი სიტყვაც არ იცის ქართული, მაგრამ ამტკიცებს დაჟინებით, რომ მე მას პოლიტიკურად ვდევნიდი და ვაგინებდი. პირიქით მოხდა, იმან შემაგინა, მოვბრუნდი, მერე რკინის ჯოხი გამოგლიჯა ბიჭს და გამომეკიდა. ამას კატეგორიულად უარყოფნდნენ. ეს ბიჭი გამოიკითხა, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ არ ვიცი, ვინ არიანო, გამოირიცხა პოლიტიკური დევნა, რადგან იმან, ალი ბაბაევმა გამომგლიჯა ჯოხი და მოუქნიაო. აბსოლუტურად ჩემი სასარგებლო და მათი საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. ესე ნელ-ნელა მიყვებიან, ჩემ თავზე ეს პროცესი არის ჩამოკიდებული, 3-წლიანი მუხლია, აბსურდია, ვერ დაამტკიცებენ ვერაფერს. ამ სასამართლოს, ამ ჩანჩურას, ვინ ეკითხება რამეს, რასაც დაავალებენ, გამოვლენ და.. არიან უნიჭო სპექტაკლის მსახიობები, კობახიძე და მდინარაძე წყვეტენ, ვისთან მიმართებაში რა გააკეთონ, სასამრთლოს ვინ ეკითხება , - განაცხადა ელისაშვილმა.
პოლიტიკოსის მომდევნო სასამართლო პროცესი 25 სექტემბერს ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.