ქუთაისში საჯარო მოხელეებს ცოცხები ძალდატანებით დაურიგეს და დააყენეს გზაზე

14.10.21 12:32
ქუთაისში საჯარო მოხელეებს  ცოცხები ძალდატანებით დაურიგეს და დააყენეს გზაზე

ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყენეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, ავრცელებს.

დეკანოიძის განცხადებით, თბილისისკენ მომავალმა კოლონამ სხვა გზა გაიარა.

ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია, ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება, 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლიათ.

ქუთაისი გათავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსამართლოდ!", - წერს ხატია დეკანოიძე. 

ცნობისთვის, სამტრედიის ხიდთან შეკრებილმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ქვები და ცოცხები ესროლეს. ოპოზიციის მხარდამჭერთა თქმით, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. 

 

მსგავსი სიახლეები