"მიშვებული იყო" - კობახიძე ღარიბაშვილის გუნდის წინააღმდეგ?

08.09.25 13:24
"მიშვებული იყო" - კობახიძე ღარიბაშვილის გუნდის წინააღმდეგ?

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე კრიმინალთან ბრძოლის სტატისტიკა გაასაჯაროვა და თქვა, რომ წლების განმავლობაში არასწორი პრაქტიკა „მიშვებული იყო“ - ნარკოტიკების მოხმარება, ქურდული სამყაროს საქმიანობა და იარაღის უკანონო ბრუნვა უყურადღებოდ რჩებოდა. მისი თქმით, ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობამ უკვე გამოიღო შედეგი და სწორედ ამას ადასტურებს უპრეცედენტო სტატისტიკა.

მისივე განცხადებით, ბოლო თვეებში მიღებული გადამჭრელი ზომების შედეგად უპრეცედენტო მაჩვენებლები დაფიქსირდა ნარკოტიკების, ქურდული სამყაროსა და იარაღის უკანონო ბრუნვის მიმართულებით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის, პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით. რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რაც დღეს არის წარმოდგენილი. 

რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, მაგალითად, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. აქაც გვჭირდებოდა ჩვენ გადამჭრელი ზომების მირება.

ასევე, იარაღის ტარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა. ჟარგონე რომ ვთქვათ: "მიშვებული იყო". ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, სამი თვის განმავლობაში, გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. 

აიკრძალა თავიდან ბოლომდე ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ. ჩვენ გვქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მიმართულებით შესაბამისი პრივილეგია კერძო კომპანიების მიერ გამოიყენებოდა, სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერად. პრაქტიკულად, კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები