კაცს, რომელსაც "ოცნების" მეგობარი ბიზნესმენი თავს დაესხა, დაზიანებები აღენიშნება [ფოტო/ვიდეო]

08.09.25 13:26
კაცს, რომელსაც "ოცნების" მეგობარი ბიზნესმენი თავს დაესხა, დაზიანებები აღენიშნება [ფოტო/ვიდეო]

 

 

ბიზნესმენ ზურაბ ტიბუას, რომელსაც 7 სექტემბერს "ქართული ოცმების" აქტიური მხარდამჭერი, თბილისის მოქმედი მერისა და ბიძივა ივანიშვილის ვაჟის მეგობარი თავს დაესხა, ძალადობის კვალი აღენიშნება. 

"პირველებმა" ტიბუა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან გადაიღო, თუმცა რესტორან "ქვევრის" 100%-იანი წილის მფლობელმა ჟურნალისტის არცერთნ კითხვას არ უპასუხა. 

„ქვევრში“ დაპირისპირება შაბათს ღამით მოხდა. ყოფილი მოიჯარე ლაშა ბასლანძე, ბერა ივანიშვილის მეგობარი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, შეიარაღებული შევიდა რესტორანში და ფიზიკურად გაუსწორდა მფლობელ ზურაბ ტიბუას.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ფართობის დათმობას უკავშირდება. ტიბუას თქმით, ბასლანძე მანამდე შურისძიებით ემუქრებოდა. შემთხვევის შემდეგ ბასლანძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ დაუკავებით. ბასლანძე ამტკიცებს, რომ რესტორანში სათამაშო იარაღით შევარდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.