მიხეილ სააკაშვილს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულის ხარჯის ანაზღაურებს სთხოვენ
საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ სამოქალაქო დავაზე პირველი სხდომა ჩატარდა.
დავის საგანია ე.წ. პიჯაკების საქმე- სამინისტროს განზრახული აქვს იმ თანხის ამოღება, რომელსაც სააკაშვილს ედავებიან. საუბარია 9 მილიონ ლარზე.
სააკაშვილის ადვოკატი ფინანსთა სამინსიტროს „ივანიშვილის სალაროს“ უწოდებს და ამბობს, რომ მათი განზრახვაა ისეთი წვრილმანი ხარჯების ანაზღაურებას, როგორიცაა საფლავზე მიტანილი თაიგული, მაღალი რანგის სტუმრების გამასპინძლებიას ხარჯები და ა.შ.
ფინანსთა სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილის სალარო ითხოვს პიჯაკების ხარჯის ანაზღაურებას სახელმწიფოს სასარგებლოდ, არ ვხუმრობ, მართლაც ასეა. თემურ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ითხოვენ ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულის ხარჯის ანაზღაურებას, სენატორ მაკკეინის და დონალდ ტრამპის გამასპინძლების ხარჯის ანაზღაურებას, ჰილარი კლინტონის რედბულის ხარჯის და ა.შ., - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
- ცნობისთვის, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
- პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.