ბოკუჩავა: ვცდილობთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვები არ გავრცელდეს ყველა მოქალაქეზე და მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებს შეეხოს

08.09.25 14:40
ბოკუჩავა: ვცდილობთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვები არ გავრცელდეს ყველა მოქალაქეზე და მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებს შეეხოს

"ოცნება" მიხვდა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა მათთვის მომგებიანი არ არის, ამიტომ ცდილლობენ, ამაზე აღარ ისაუბრონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ისაუბრა. 

მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია საფრთხის ქვეშ დგას, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნოს, რომ შეზღუდვები არა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, არამედ მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლებს უნდა შეეხოს.

ალბათ, მას შემდეგ, განსაკუთრებით ჟურნალისტების ძალიან სწორი კითხვების და ძალისხმევის ფონზე ჩაუვარდათ კამპანია - ქალი ქალია და კაცი კაცია, მაშინ როდესაც უამრავი არაკაცი გამოვლინდა “რუსული ოცნების” რიგებში და საქართველოს მოქალაქეები მიხვდნენ, რომ ეს იყო იაფფასიანი პროპაგანდა. ეტყობა, მიხვდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე პროპაგანდა და ამაზე საერთოდ საუბარი, არ არის მათთვის მომგებიანი და ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ამ თემაზე არ ისაუბრონ.

ჩვენ ვალდებულები ვართ, საქართველოს მოქალაქეებს განვუმარტოთ, რომ, სამწუხაროდ, საფრთხის ქვეშ დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის ნაბიჯების გამო ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია დაწესდეს არა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, არამედ არჩევითად და მიზნობრივად მხოლოდ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები