ზოდელავა: კობახიძე ღარიბაშვილის დაპატიმრებას გეგმავს

08.09.25 15:54
ზოდელავა: კობახიძე ღარიბაშვილის დაპატიმრებას გეგმავს

კობახიძე ღარიბაშვილის დაპატიმრებას გეგმავს, - ამის შესახებ პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა საუბრობს. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული განცხადებები მიანიშნებს, რომ კობახიძე უკვე ღიად ადასტურებს ნარკოტიკების რეალიზაციაში სახელმწიფოს ჩართულობას და კრიმინალის „მიშვებას“. ზოდელავას შეფასებით, ახლა მხოლოდ ერთი საკითხის აღიარება რჩება - რომ ყველაფრის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“.  

კობახიძემ უნდა დააპატიმროს ღარიბაშვილი. ეს განცდა ისედაც გვქონდა და კიდევ უფრო გაგვიმძაფრდა, იმიტომ, რომ ეს არ არის მინიშნებები, ეს არის პირდაპირი ტექსტი. ამაზე უფრო ხისტი და ღია ვერ იქნება მთავრობის სდომაზე წარმოთქმული რაღაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა. უნდათ ღარიბაშვილის და მისი სამეგობროს, გომელაურის, როგორც ჩანს, აქ ლილუაშვილიც მოიაზრება, მათი დაპატიმრება. ყველა პუნქტში, რომელზეც ქართველი ხალხი ისედაც შეთანხმებული იყო, უკვე გვეთანხმება კობახიძეც, რომ ნარკოტიკების რეალიზაციაში სახელმწიფო იყო ჩართული, რომ კრიმინალი იყო აღვირახსნილად მიშვებული. დარჩა ერთადერთი პუნქტი, რომელსაც უდან აღიარება, ეს არის, რომ ყველაფრის შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება". თუ ვინმეს რამეში ეჭვი ეპარება, უბრალოდ, გადაახვიეთ მთავრობის სხდომა და შეხედეთ მინისტრების სახეებს - შეცბუნებული, გადმოკარკლული თვალებით, გაშტერებულები უყურებენ, თუ როგორ ამხობს "ოცნება" ერთმანეთს, - ამბობ ზოდელავა. 

„ქართულმა ოცნებამ“ ყოფილ თანაგუნდელებს „გაგდებულები“ უწოდა. დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს ადამიანები პარტიიდან სწორედ იმიტომ გააგდეს, რომ „სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ“ და, მისი მტკიცებით, ისინი მსგავსი ქმედებების გაგრძელებასაც არ ანებებენ თავს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ანალოგიური შეფასება მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

მსგავსი სიახლეები