ძალოვანი უწყების სრული მობილიზება - შსს-ს ყველა დანაყოფი ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანეს
თბილისში დაანონსებული მრავალათასიანი აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი. სამსახურში გამოიძახეს ყველა პოლიციელი და სპეცრაზმელი.
"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, სამართალდამცველების საველე შტაბი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა ეზოში იქნება.
მზადებაა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტშიც. "პირველების" ინფორმაციით, გამოიძახეს კავშირგაბმულობის დანაყოფიც, რომელიც ოპერატიულ კავშირს ახორციელებს.
"ტვ პირველის" კამერამ ბაზაზე ავტობუსების შესვლის კადრებიც გადაიღო. ამ ავტობუსებით ყაზარმებიდან სპეცრაზმელები დანიშნულების ადგილებამდე უნდა გადაიყვანონ.