"არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს, რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ, მადლობა ბატონო მერო მხარდაჭერისთვის" - ლაშა ბასლანძე

08.09.25 17:10
"არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს, რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ, მადლობა ბატონო მერო მხარდაჭერისთვის" - ლაშა ბასლანძე

"არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს, რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ"- ამის შესახებ ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს და კახა კალაძეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

მისი თქმით, გამოძიება დადებს, თუ ვინ ისვრის და ვინ რითი დადის.

Kakha Kaladze არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ. გამოძიება დადებს თუ ვინ ისვრის და ვინ რითი დადის… მადლობა ბატონო მერო მხარდაჭერისთვის.

P.s. იარაღი რაში უნდა დაგჭირდეს იმ ადამიანთან რომელსაც საკუთარი მამა რჩევად აძლევდა ხოლმე რომ შვილო შენ ისეთი მშიშარა ხარ ჩხუბით არასოდეს  იჩხუბებო და სჯო ს სირბილი მაიმც ისწავლოო რომ გაექცე ხალხსო… - წერს ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,  TV პირველმა მოიპოვა და სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ლაშა ბასლანიძე რესტორან "ქვევრის" 100%-იანი წილის მფლობელს, შალვა ტიბუას რესტორანში თავს დაესხა.

"ლაშას ვიცნობ მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია, არ მინახავს კადრები და არ ვიცი რა გითხრათ, უნდა მენახა?" - თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან

მსგავსი სიახლეები