ევროკომისიის პრესსპიკერი: "ოცნება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიულ იარაღს“

08.09.25 17:37
ევროკომისიის პრესსპიკერი: "ოცნება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიულ იარაღს“

„ქართული ოცნება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიულ იარაღს“- ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა.

მისი თქმით, გასულ კვირას, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კიდევ ერთი, დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგეს, როცა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების საბანკო ანგარიშები გაყინეს.

მან მოუწოდა ივანიშვილის გუნდს ეს გადაწყვეტილება შეცვალონ და დაუბრუნდნენ ევროპულ გზას.

შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ივლისში კომისიის მიერ გაგზავნილ წერილს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს. ჩვენ ახლა წერილის შეფასების პროცესში ვართ. კომისია ელოდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს უპასუხონ. გასულ კვირას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი, დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგეს, როცა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების საბანკო ანგარიშები გაყინეს. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ფუნდამენტური უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიულ იარაღად გამოყენებისა. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ დაუყოვნებლივ შეცვალონ ეს გადაწყვეტილება- განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები