პუტინს ოცნებას ნამდვილად არ ავუხდენთ - ზაალ უდუმაშვილი
,,პუტინს ოცნებას ნამდვილად არ ავუხდენთ!" - ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზალიკო უდუმაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, უშუალო პატიმარია.
უდუმაშვილი აცხადებს, რომ დღეს ყველამ გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური სიმპათია და რუსთაველზე დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, რათა რუსეთს გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალოს.
ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ის უსამართლობა, რომელიც 9 წელია, უკვე სუფევს. ,,თავისუფლებისთვის" - ეს არის აქციის მთავარი სლოგანი.
ეს აქცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ეს დროის საკითხია. მთავარია, ჩვენ ვიყოთ აქტიურები, ჩართული ვიყოთ ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე, მივიყვანოთ.
დღეს არ არის დრო პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების, დღეს არის დრო გაერთიანების. დღევანდელ დღეს პარტიულობას მნიშვნელობა არა აქვს.
პუტინის უშუალო დავალებით სააკაშვილი იმყოფება ციხეში და ეს ყველაზე დიდიდ უსამართლობაა. ამ ოცნებას ჩვენ პუტინს ნამდვილად არ ავუხდენთ. - განუცხადა ,,ტვ პირველს" ზაალ უდუმაშვილმა.