მე უკვე გუშინ გადავდექი - ღარიბაშვილის ხუმრობა მოსალოდნელ გადადგომაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ადასტურებს "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე განცხადება პარტიამ არაერთხელ გააკეთა.
იმის მიუხედავად, რომ არაერთგზის განმარტა პარტიამ, მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. მაშინ გეტყვით ხუმრობით, თქვენ არ იცით, რომ მე, ასე ვთქვათ, უკვე გუშინ გადავდექი?" - უთხრა მედიას მოქმედმა პრემიერმა.
წყარო "ქართული ოცნებიდან" ამტკიცებს, რომ პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ ღარიბაშვილს აკისრებს. ამას ემატება საერთაშორისო სკანდალში გახვევა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, ჩაანაცვლებს.