საჯარო მოხელეები ცოცხებით - საპროტესტო კოლენების შეფერხება ქუთაისშიც სცადეს
პირები, ვინც თბილისში, რუსთაველზე, დაგეგმილ აქციაზე დასავლეთ საქართველოდან მიმავალი კოლონების შეჩერება სცადა, ,,ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები არიან. ინფორმაციას ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ავრცელებს.
მისი თქმით, ქუთაისი აქციას მაინც შეუერთდება. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების" და ქუთაისის მერიის თანამშრომელთა მხრიდან ცოცხებით პროვოკაციების მოწყობის მცდელობას, დეკანოიძე ამბობს, რომ ქალაქის მერად მისი არჩევის შემთხვევაში ყველა საჯარო მოხელე პოლიტიკური დავალების შესრულების მოვალეობისგან გათავისუფლდება.
მე მინდა, ვუთხრა ქუთაისლებს, მას შემდეგ, რაც გავიმარჯვებ და ქალაქის მერი გავხდები, პოლიტიკური დავალების შესრულება არც ერთ თანამშრომელს არ მოუწევს. არავინ დაიჩაგრება ასე უსამართლოდ, რასაც ,,ქართული ოცნება" ამ ხალხს უკეთებს. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებსაც არ სურდათ აქ მოსვლა. არა უშავს, ჩვენ აქციაზე თბილისში ჩავალთ და შევუერთდებით - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
,,ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორებმა საპროტესტო კოლონების შეფერხება სცადეს ქუთაისში. თავდამსხმელთა ჯგუფები, სადაც ოპოზიციამ არაერთი საჯარო მოხელე ამოიცნო, დიდ კოლონას თერჯოლის გადასახვევთან დახვდნენ, ცოცხებს ესროდნენ და მშვიდობიან მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
,,ტვ პირველის" კითხვაზე, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რას აპროტესტებდნე, მაქთ განაცხადეს, რომ არიან რიგითი ადამიანები, ახსოვთ სააკაშვილის რეჟიმი და ცოცხებით უცხადებენ სოლიდარობას ამ რეჟიმს შეწირულ პირებს.