სააკაშვილი ჩამოვიდა, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, მათ შორის მკვლელობები - ღარიბაშვილი

14.10.21 13:56
სააკაშვილი ჩამოვიდა, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, მათ შორის მკვლელობები - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს ისევ დესტაბილიზაციის მცდელობასა და "მკვლელობის განხორციელებაში" ადანაშაულებს. 

თქვენ როგორ ხედავთ, როგორ მიგაჩნიათ, იკითხეთ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა,  ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც, თუ ისე განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და მოსახლეობას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში. 

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე წამით ადრე მოქმედმა პრემიერმა განაცხადა, რომ "პატიმარზე საუბარი აღარ უნდოდა": 

აღარ მინდა, უბრალოდ, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია მე ვფიქრობ, ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოცია დავხარჯეთ"- უთხრა საუბრის დაწყებამდე მედიას ღარიბაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები