შერიგება არ იქნება - ღარიბაშვილის უარი ეპისკოპოსს

14.10.21 14:30
შერიგება არ იქნება - ღარიბაშვილის უარი ეპისკოპოსს

ეპისკოპოსების მიერ გაჟღერებულ ინოციატივას, რომელიც საყოველთაო შერიგებას გულისხმობს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარით უპასუხა.

მთავრობის მეთაური დღესაც ამტკიცებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის შემოვიდა. 

ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ზოგადად მოწოდებებს, გვესმის, რომ ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

საყოველთაო შერიგების ინიციატივით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი გამოდის. 

მსგავსი სიახლეები