ხელისუფლებას ძალადობის პროვოცირება აინტერესებს - გიგა ბოკერია ,,ცოცხების აქციაზე"
ხელისუფლებას არა სამოქალაქო მშვიდობა, არამედ ძალადობის პროვოცირება აინტერესებს - ,,ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას, შეფასებით, პასუხისმგებლობა ,,ცოცხების აქციებზე" ეკისრება ,,ქართულ ოცნებას".
როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირ უტიფარ განცხადებას ნიშნავს, რომ სამოქალაქო მშვიდობა კი არ აინტერესებთ, პირიქით, ძალადობის პროვოცირება აინტერესებთ. როცა ასე იქცევა ხელისუფლება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც წესი, ეკისრება მას, ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს - განაცხადა ბოკერიამ.
რეგიონებიდან თბილისში, ოპოზიციის აქციაზე, მიმავალ ავტოკოლონებს გზაზე ,,ქართული ოცნების" აქტივისტები ცოცხებითა და შეძახილებით დახვდნენ.