სპეცრაზმის მობილიზება ბაზაზე - "ტვ პირველმა" წყლის ჭავლისა და ჯავშანმანქანები გადაიღო

14.10.21 15:10
სპეცრაზმის მობილიზება ბაზაზე - "ტვ პირველმა" წყლის ჭავლისა და ჯავშანმანქანები გადაიღო

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ავტოსადგომზე "ტვ პირველის" კამერამ მობილიზებული სპეცრაზმი, წყლის ჭავლისა და ჯავშანმანქანები გადაიღო. 

ეს ის ბაზაა, საიდანაც შსს-ს წამომმადგენლები აქციაზე გადიან. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამანტის ავტოსადგომზე პოლიციელთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება.

ადგილზე იმყოფებიან საზანძრო სამაშველო ჯგუფები. ისინი სავარაუდოდ წყლის ჭავლის მანქანებს წყლით ამარაგებენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები