ჰელსინკის კომისიაში დღეს საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართება

10.09.25 10:26
ჰელსინკის კომისიაში დღეს საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართება

საგანგებო მოსმენა საქართველოს შესახებ შტატებში - ამერიკის ჰელსინკის კომისიაში თბილისის დროით 23:00 საათზე "ქართული ოცნების" ავტოკრატიულ მმართველობაზე ისაუბრებენ.

მთავარი მომხსენებლები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი თინა ხიდაშელი იქნებიან.

 „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - ასე ქვია განხილვას, სადაც  მომხსენებლები საქართვლოდან ჩვენს ქვეყნაში ივანიშივლის რუსული სტილი მმართველობაზე მტკიცებულებებით ისაუბრებენ.  ზურაბიშვილიც  და ხიდაშელიც უკვე ვაშინგტონში არიანდა შეხვედრისთვის ემზადებიან.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დაიჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ“.

„ასევე, მოწმეები განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკურ ვარიანტებს, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებას, ქართველი ხალხის დასახმარებლად, რომელიც დამოუკიდებლობისა და აშშ-თან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.