დაპირისპირება შიდა ქართლში - ,,ცოცხების აქცია" გორშიც მოაწყვეს
დაპირისპირება შიდა ქართლში - საოკუპაციო ხაზიდან თბილისში აქციაზე მიმავალ კოლონებს გზაზე ,,ოცნების" მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, გორის გასასვლელთან ,,ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები არიან მობილიზებული და აქციაზე მიმავალ კოლონებს ცოცხებითა და ყავარჯნებით ხვდებიან.
ეს ცოცხები მე თვითონ ვიყიდე, სირცხვილის კორიდორში უნდა გავატარო ეს გარეწრები, გათახსირებულები, არსად ვმუშაობ, მაგრამ ხომ მაქვს უფლება, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ კაციჭამიებთან? ნაცების მოწინააღმდეგე ვარ, ნაცების გამწყვეტი ვარ, აი ეგა ვარ - განუცხადა ტვ პირველს ,,ცოცხების აქციის" ერთ-ერთმა მონაწილემ.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული პირების უმეტესობა ,,ქართული ოცნების" პარტაქტივია.
როგორც ,,ტვ პირველს" ,,ნაცმოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ცოცხები ,,ოცნების" პარტაქტივს გორის მერის მოადგილემ შეუძინა.