,,მიშა ეროვნული გმირია"- ქვემო ქართლში აქციაზე წასასვლელად იკრიბებიან

14.10.21 15:50
,,მიშა ეროვნული გმირია"- ქვემო ქართლში აქციაზე წასასვლელად იკრიბებიან

საპროტესტო მუხტია ქვემო ქართლშიც. მოქალაქეები უკვე შეიკრბნენ მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში და დედაქალაქისკენ მოემართებიან. დღეს ყველა ერთხმად მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ასე ეცდებიან, ხმა ხელისუფლებას გააგონონ.

,,თავისუფლება მიშას", ,,მარნეული - სააკაშვილი ეროვნული გმირია" ამ ლოზუნგებით იქნება დღეს წარმოდგენილი თბილისში ქვემო ქართლი.

საქართველოს პრეზიდენტი უნდა დავიხსნათ რუსების ტყვეობიდან. მიშა ფაქტიურად ჩვენს გამო ზის, ჩვენი ხალხის გამო. მიშა ჩვენი წინამძღვარი და პრეზიდენტია - აცხადებენ მარნეულის მისადგომებთან შეკრებილები.

აქციაზე წამსვლელთა თქმით, თუ ხელისუფლება მათ გზავნილს არ გაითვალისწინებენ, კვლავ შეიკრიბებიან და ბრძოლას განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები