ქვეყანა არ ვითარდება, წესრიგი არ არის, დანაშაულებები ხდება - ბიზნესმენი დავით ზეიკიძე აქციას შეუერთდა

14.10.21 15:49
ქვეყანა არ ვითარდება, წესრიგი არ არის, დანაშაულებები ხდება - ბიზნესმენი დავით ზეიკიძე აქციას შეუერთდა

"თავისუფლება მიშას" - ფართომასშტაბიან აქციაზე ის ადამიანებიც მიდიან, რომლებიც 2012 წელს "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი იყვნენ.  

მიტინგს უერთდება ბიზნესმენი დავით ზეიკიძე, მისი თქმით, ხელისუფლება უნდა წავიდეს. 

შევადარე წინა ხელისუფლების და მოქმედის მმართველობის 9 წელი. კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ბევრი იყო. ამ ხელისუფლების დროს ქვეყანა არ ვითარდება, წესრიგი არ არის და იგივე დანაშაულებები ხდება"- ამბობს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი. 

მსგავსი სიახლეები