ვინ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში?

10.09.25 15:19
ვინ დააკვირდება ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში?

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. 

მოწვევაზე თანხმობა განაცხადეს იორდანიამ, ტუნისმა, მალდივის რესპუბლიკამ, თურქეთმა, ეთიოპიამ, მონტენეგრომ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, სამხრეთ აფრიკამ, ბულგარეთმა და ყირგიზეთმა.

"პირველების" კითხვაზე, დადგება თუ არა არჩევნების შედეგების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ, "ოცნება" ამბობს, რომ მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის მოპოვება მნიშვნელოვანი არ არის. 

ამ ფონზე, ყველაზე ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - ეუთო/ოდირმა - უარი თქვა მონაწილეობაზე. მიზეზად ორგანიზაციამ მიუთითა გვიან მოწვევა, რაც ტექნიკურად შეუძლებელს ხდის მისიის ჩამოსვლას და სრულფასოვან მონიტორინგს.

მსგავსი სიახლეები