სააკაშვილი აუცილებლად შეჭამს კუთვნილ ხინკალს, "ოცნებას" კუჭები დაგრჩებათ - გიგი უგულავა

14.10.21 19:27
სააკაშვილი აუცილებლად შეჭამს კუთვნილ ხინკალს, "ოცნებას" კუჭები დაგრჩებათ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს უახლოეს პერიოდში დატოვებს:  

ვუსურვოთ მიშას თავისუფლება, დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც მან 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, იმიტომ, რომ მეტს არაფერს იმსახურებთ - განაცხადა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე უგულავამ. 

მისი თქმით, გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლება, კეთილდღეობაც და ამ ქვეყნის მომავალი. 

 

მსგავსი სიახლეები