არ შეიძლება გამუდმებით ზიზღში ცხოვრება, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა გვჭირდება - ხატია დეკანოიძე

14.10.21 19:56
არ შეიძლება გამუდმებით ზიზღში ცხოვრება, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანობა გვჭირდება - ხატია დეკანოიძე

,,არ შეიძლება გამუდმებით ზიზღსა და სიძულვილში ცხოვრება. არ შეიძლება გამუდმებით დაპირისპირება" - ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მერობის კანდიდატმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს საზოგადოებას როგორც არასდროს, ერთიანობა სჭირდება.

 ჩვენ დღეს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს და გვჭირდება ჩვენი სამშობლოს გათავისუფლება, თავისუფლება უზენაესია ამ ქვეყნად. ვინც აქ ვდგავართ, შეიძლება, ვინმეს არ მოვწონდეთ, ან მოვწონდეთ, მაგრამ ვთანხმდებით, რომ ყველას უყვარს ჩვენი სამშობლო. ასე უყვარს სააკაშვილსაც სამშობლო, ამიტომ შესწირა თავი. ამიტომ თავგანწირვით უნდა ვიბრძოლოთ, რომ ის თავისუფლებაზე გამოვიდეს.

სამშობლოა ჩვენთვის უზენაესი, ეს უნდა გაიგოს ყველამ, ოპონენტმაც, საერთაშორისო პარტნიორმაც, ყველამ მთელს მსოფლიოში. არ ვარ გაბრაზებული, ამას ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ და არა არავის ჯინაზე - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი სიახლეები