მიშა ქვია ამ ქარბორბალას, ეს ცუნამია, რომელიც წალეკავს ამ სიბინძურეს - ბუღაძე

14.10.21 19:54
მიშა ქვია ამ ქარბორბალას, ეს ცუნამია, რომელიც წალეკავს ამ სიბინძურეს - ბუღაძე

მიშა ქვია ამ ქარბორბალას, რაც თავისულების მოედანზე ტრიალებს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა. 

ხედავთ, რა ტრიალებს, ქარბორბალა ტრიალებს. რა ქვია ამ ქარბორბალას? მიხელ სააკაშვილი ჰქვია. მიშა ქვია ამ ქარბორბალას, ეს ცუნამია, რომელიც წალეკავს ამ სიბინძურეს, სიმახინჯეს. საიდუმლო მინდა, ვუთხრა ივანაშვილს, დიახ ივანაშვილს, ჯოჯოხეთის კარი არის ფართოდ ღია" - განაცხადა ბუღაძემ. 

მხატვარმა ოლიგარქს "თავების" დათვლა ურჩია: 

ბიძინა, დაითვალე თავები, შენ არითმეტიკის მეტი არაფერი არ იცი... ფული, მაყუთი, მეტი არაფერი, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ. მდიდრები ვართ ჩვენ, სიმდიდრე და ფულიანობა ერთი და იგივე არ არის.."- ამბობს ბუღაძე.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა რუსეთის ინტერესშია.