მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში - ტიმოშენკო

14.10.21 20:21
მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში - ტიმოშენკო

მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში - ამის შესახებ  უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერ მიმართვაში საუბრობს. 

მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო"- აღნიშნავს იულია ტიმოშენკო. 

ტიმოშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტს  შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს: 

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის  გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული, ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს მინდა, უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები, ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე!"-     აღნიშნავს იულია ტიმოშენკო.

მსგავსი სიახლეები