საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილში უნდა ხედავდეს არა პოლიტიკურ ოპონენტს, არამედ მსოფლიოში აღიარებულ რეფორმების არქიტექტორს - კუჩმა

14.10.21 20:23
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილში უნდა ხედავდეს არა პოლიტიკურ ოპონენტს, არამედ მსოფლიოში აღიარებულ რეფორმების არქიტექტორს - კუჩმა

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ჰუმანიზმის პრინციპით იხელმძღვანელოს. 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ГОРДОН-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მსოფლიოში აღიარებული რეფორმების არქიტექტორია, ამიტომ მასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება საფრთხილოა.

სააკაშვილი არის მრავალწახნაგოვანი, რთული პიროვნება. არ არის გასაკვირი, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული სიტუაციაში მარტივი გამოსავალი არ არსებობს. გამოსავლის მოსაძებნად ყველა მხარისგან გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნეა საჭირო. 

იმედი მაქვს, უკრაინის ხელმძღვანელობა ამ ტესტს ჩააბარებს ისე, რომ არც საკუთარი მოქალაქის, არც სტრატეგიული პარტნიორის-საქართველოს-  ინტერესებს არ დააზარალებს.

ძალიან მსურს, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილში დაინახოს არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ მსოფლიოში აღიარებული რეფორმების არქიტექტორი. 

სწორედ სააკაშვილის წყალობით მიუახლოვდა საქართველო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის უმთავრესი ფასეულობა ჰუმანიზმია.

ბოლოს, მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მას ვიცნობ, როგორც გაბედულ და უკომპრომისო მებრძოლს და ქრისტიანს, მაგრამ შიმშილობა ნიშნავს, დაკარგო ძალა, რომლის გარეშეც შემდგომი ბრძოლა შეუძლებელი გახდება. მიაყენო საკუთარ თავს გამოუსწორებელი ზიანი, ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა - აცხადებს გამოცემასთან საუბარში ლეონიდ კუჩმა.
 
 

მსგავსი სიახლეები