მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს - შალვა პაპუაშვილი
,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი, შალვა პაპუაშვილი, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციას სოციალურ ქსელში ერთი წინადადებით გამოეხმაურა.
დღეს კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს - წერს პაპუაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 18 საათზე დაიწყო და ახლაც გრძელდება. მასში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხიდან ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.