მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია, მიხეილ, უკრაინა შენს გვერდითაა! - დავით არახამია

14.10.21 21:03
მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია, მიხეილ, უკრაინა შენს გვერდითაა! - დავით არახამია

 უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გაათავისუფლებას ითხოვს. 

ვიდეომიმართვაში, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე გაუშვეს, არახამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია!

მე დავით არახამია, პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ ვიდეოს ვწერ, რომ რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო! მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის“, - აღნიშნავს დავით არახამია.